“დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველ დერეკ შოლესთან შეხვედრისას სტრატეგიულ პარტნიორზე მმართველი პარტიის თავდასხმებზეც ისაუბრეს.
“ვისაუბრეთ, ნიკა გვარამიას საქმეზე, რას ნიშნავს მედიაზე თავდასხმა ევროკავშირისთვის. რა თქმა უნდა, გადავეცით წერილი და ძალიან ყურადღებით მიიღო. ასევე უსაფრთხოების პრობლემები, რაც არის სანქციებთან დაკავშირებული, ყველა საკითხი აბსოლუტურად. სხვათა შორის, შეხვედრის დროს, როცა იქ ვისხედით აღმოჩნდა, რომ “ქართული ოცნება” შეურაცხყოფას აყენებდა ამ მაღალი დონის სტუმარსაც, ცხადია, ამაზეც გვქონდა საუბარი”, – თქვა ხოშტარიამ.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველ დერეკ შოლესა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა.
კომენტარები