წალენჯიხის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის საკონცერტო დარბაზში ჩატარდა კლასიკური მუსიკის კონცერტი, სადაც მოცარტის, მორიკონეს, გარდელის, როტას, ლეგრანის, ბეთჰოვენის, ყანჩელის, დიასამიძის და სხვა ცნობილ კომპოზიტორთა საფორტეპიანო ნაწარმოებები როიალზე შეასრულა, განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებულმა მოსწავლემ, მარიამ ქუჩულორიამ, რომლისთვისაც დღევანდელი საღამო იყო დებიუტი.
რევაზ ლაღიძის სიმღერა – თბილისო – შეასრულეს თეკლა ფიფიამ და პედაგოგმა სიფიო აბულაძემ.
ღონისძიება მოამზადეს ცენტრის კოორდინატორმა სოფო-თეო კვარაცხელიამ და სოფიო აბულაძემ. ღონისძიებას ესწრებოდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბატონი კორნელ სალია, ადგილობრივი თვითმამართველობის წარმომადგენლები, კულტურისა და სკოლისგარეშე განათლების ცენტრის თანამშრომლები, სახელოვნებო განყოფილებისა და საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები.
კომენტარები