ბორჯომში ბოლო ზარი მსხვერპლით დასრულდა. ავტომობილი, რომელშიც მოსწავლეები ისხდნენ, მდინარეში გადავარდა. ავტომობილში 4 სკოლადამთავრებული მოზარდი იჯდა. მათგან ერთი შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას გარდაცვლილი დახვდა. სამი კი დაშავდა და მრავლობითი დაზიანებებით ბორჯომის კლინიკა “ჯეო ჰოსპიტალში” არიან გადაყვანილი. მათაგან ერთი გოგონა და ორი ბიჭია.
ambebi.ge -ის ინფორმაციით, დაღუპული 17 წლის მოზარდი ბორჯომის მე-3 სკოლის უკვე ყოფილი მოსწავლე ლუკა ლეკიაშვილია.
მოსწავლეები მწვანე მონატერში მოსალოცად იყვნენ მისული და როდესაც უკან ბრუნდებოდნენ, ავტომობილი მდინარეში გადავარდა.
“საშინელება ტრიალებს. ლუკას დედაც ამავე სკოლის მასწავლებელია, ინგლისურს ასწავლის. ბოლო ზარი უკვე დასრულებული იყო, ავტომობილების კოლონა მწვანე მონასტრის ტერიტორიიდან ხაშურისკენ მიდიოდა, სადაც რესტორანში უნდა ექეიფათ. სხვები უკვე წინ იყვნენ და ეს მანქანა უკან იყო, რა დროსაც მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა.
ავტომობილი მდინარეში გადავარდა. ვიზულაური დათვალიერებით გარდაცვლილ ბიჭს სხეულზე მნიშვნელოვანი დაზიანებები არ აღენიშნება, არაოფიციალური ვერსიით, წყალში გადავარდნისას შესაძლოა გული გაუსკდა” – ამბობენ შემთხვევის ადგილზე მყოფი ბორჯომელები მედიასთან.
შსს- ს ინფორმაციით, გამოძება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
კომენტარები