საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე, რომელიც კლინიკა ვივა მედში იმყოფება და მიხეილ სააკაშვილის კვლევის შედეგებს ეცნობა, მედიასთან ამბობს:
“კომპიუტერული ტომოგრაფია გაუკეთდა და მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია. ჩვენ საქმე გვაქვს სხვადასხვა დაავადებასთან, დიაგნოზები კი არ მცირდება, მატულობს ყოველ დღე და ამასთან გამკლავება ძალიან, ძალიან რთულია. ექსპერიმენტალური მკურნალობა ძაან სახიფათოა. ჯობია გაკეთდეს ისეთ ქვეყანაში და ისეთ დაწესებულებაში, სადაც კეთდება. რამდენი ხანია ვიძახი, რომ საჭიროა პრეზიდენტის ტრანსპორტირება საზღვარგარეთ, მულტიპროფილურ, სპეციალიზებულ კლინიკაში.”
დღეს, მთავარმა არხმა, წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილს “ვივა მედში” თავის ტვინის მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფია გადაუღეს, შედეგები კი მძიმეა. ამის გამო კლინიკაში მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე დაიბარეს. ის მიხეილ სააკაშვილის მკურნალ ექიმს გაესაუბრება. უცნობია მოახერხებს თუ არა ყიფშიძე მესამე პრეზიდენტთან შეხვედრას.
კომენტარები