ევროპარლამენტარი, სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელი მარინა კალიურანდი “მთავარ არხთან” საუბრისას, ამბობს:
“ქვეყანამ შეიტანა განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე და შედეგს ექნება უზარმაზარი გავლენა საქართველოზე. ამიტომ, მე უყურადღებოდ არ დავტოვებდი იმ ადამიანებისგან მომავალ კრიტიკას, რომლებიც საქართველოზე ფიქრობენ და მის ინტერესებს უფრო მაღლა აყენებენ , ვიდრე ჩვენი ყოველდღიური პოლიტიკური ინტერესებია. კონსტრუქციული კრიტიკა სერიოზულად უნდა იქნას მიღებული. არავინ ამბობს, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანა არ არის, მაგრამ ასეთი განაჩენის გამოტანა მართლმსაჯულების რეფორმის შუაგულში, სახიფათოა. ახლა თუ საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს და ვერ დაიწყებს მოლაპარაკებებს წევრობაზე, ეს შესაძლებლობების ფანჯარა დაიხურება და მე არ ვიცი, კიდევ როდის გაიხსნება ეს ფანჯარა.”
კომენტარები