ფორმულას ინფორმაციით, მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ს საელჩომ ამოაგდო პროგრამიდან, რომლის ფარგლებშიც ის ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე დღეში მიემგზავრებოდა.
წყარო ყვება, რომ მიზეზი მისი პოლიტიზირებული გადაწყვეტილებაა ნიკა გვარამიას საქმეზე. საელჩოს პროგრამით მოსამართლე ფინანსდებოდა სრულად იმისთვის, რომ ფლორიდაში პროფესიული კვალიფიკაცია აემაღლებინა, მაგრამ გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ ლაშა ჩხიკვაძე პროგრამიდან გამორიცხეს და იგი ამერიკაში ტრენინგზე ვეღარ წავა.
მოსამართლის თანაშემწე, თამარ ფხაკაძე მედიასთან ამბობს, რომ სემინართან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.
კომენტარები