ნანა სულავა
“ალიას” ესაუბრება “ექიმების, მიკრობიოლოგებისა და იურისტების ჯგუფის” (ემი ჯგუფის) თავმჯდომარე ფატი კიპაროიძე:
– კოვიდ-19-ის გავრცელების შემდეგ ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, ამ დაავადების შედეგად გარდაიცვალა 17 ათასზე მეტი ადამიანი, თუმცა საზოგადოებისთვის უცნობია, რამდენ გარდაცვლილზე ჩატარდა სათანადო სამედიცინო გამოკვლევა და დადგინდა სიკვდილის მიზეზი. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის და ფართო საზოგადოებისთვის მხოლოდ მშრალი სტატისტიკაა ცნობილი. 2021 წლის 27 დეკემბერს ჯანმრთელობის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საჯარო გამოსვლისას განაცხადა: – ხშირ შემთხვევაში არა თუ კოვიდი, არამედ სხვადასხვა ინფექცია ხდება ლეტალობის გამომწვევი მიზეზი… და საზოგადოებამ მთავრობის ოფიციალური პირისგან პირველად შეიტყო ის, რომ თურმე ყველა არ იყო კოვიდ-19-ით გარდაცვლილი და გარდაცვალების მიზეზი ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა ინფექციით დასნებოვნება ყოფილა. ჰოსპიტალური ანუ ნოზოკომიური ინფექცია (ვწამლავ, ვასენიანებ) სამედიცინო ლიტერატურაში და სპეციალისტების მიერ განმარტებულია, როგორც საავადმყოფოში შეძენილი ქვედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექცია, რომელიც ძირითადად, კლინიკაში მოთავსებიდან, მინიმუმ 48 საათის შემდეგ შეიძლება აღენიშნოს პაციენტს.
– როგორ გამოიხატება ეს?
– ის ვლინდება ცხელებით, სუნთქვის უკმარისობით, სისხლის საერთო ანალიზში სერიოზული ცვლილებებით და ინფექციის თავიდან აცილება ან შემცირება შესაძლებელია კლინიკებში ჰიგიენის დაცვითა და სწორი მონიტორინგით. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადება ლოგიკურად ნიშნავს, რომ კლინიკები ზედმიწევნით არ ასრულებენ ამ მოთხოვნებს და სწორედ ჰოსპიტალური ინფექციები ხდება გარდაცვალების მიზეზი. ტიკარაძის განცხადება ფაქტობრივად, დაადასტურა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემაც და ჟურნალისტის შესაბამის კითხვაზე განაცხადა, რომ ჰოსპიტალური ინფექციის კონტროლი გლობალური გამოწვევაა, რომელმაც კიდევ უფრო მეტად იჩინა თავი პანდემიის დროს. ეს არ არის მხოლოდ ქართული ფენომენი. ზუსტ ციფრს ვერ დავასახელებ, მაგრამ ეს პროცენტი მომატებულია პანდემიის დროს, როდესაც საავადმყოფოებზე დატვირთვა იზრდება და ჩვენი კოლეგები საკმაოდ გადაღლილები არიან. ამ ორი წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ყველას თავისი როლი ჰქონდა და აქვს. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ კოვიდ-19-ის გავრცელების პერიოდში ამ ორი პიროვნების ხელმძღვანელობით ხორციელდებოდა საქართველოში ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული საკითხები, მათ ეს განცხადებები მათთვის ცნობილი ინფორმაციის საფუძველზე გააკეთეს და საზოგადოებას აცნობეს, რომ ლეტალობის მიზეზი ზოგიერთ შემთხვევაში, არა კოვიდ-19, არამედ კლინიკებში სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესის დარღვევით გავრცელებული ინფექციები ყოფილა, რაც თავისთავად დანაშაულის ნიშნებზე მიუთითებს. კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 248-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დასჯადიაì. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის მიერ საჯარო სივრცეში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაუყოვნებლივ უნდა მომხდარიყო სათანადო რეაგირება, დაწყებულიყო გამოძიება. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეს არ მომხდარა. “ემი” ჯგუფი ორი წელია აქტიურად არის ჩაბმული კოვიდ-19-ის აფიორასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებში. კოვიდით გარდაცვალებულთა რიცხვი საგანგაშოა და ყურადღება მისაქცევი. ჩვენში თავიდანვე ეჭვს იწვევდა კლინიკებში მოთავსებული კოვიდ პაციენტების გარდაცვალების ფაქტები. სწორედ ამიტომ დავიწყეთ გარდაცვლილი ავადმყოფების კლინიკური ისტორიების შესწავლა. დღეს ჩვენს წარმოებაშია ბოკერიას სახელობის, ნიუ ვიჟენის, ალადაშვილის სახელობის, ბოჭორიშვილის სახელობისა და ყიფშიძის კლინიკებში, ასევე ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაცვლილ პაციენტთა საქმეები. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ყველა გარდაცვლილის ავადმყოფობის ისტორია ორი წვეთი წყალივით ჰგავს ერთმანეთს. თუ მივყვებით ქრონოლოგიას, ადვილად დავინახავთ, რომ პაციენტის სიკვდილი მჭიდრო კავშირშია სადაზღვევო თანხის ამოწურვასთან. მაგალითად, ნიუ ვიჟენის კლინიკაში გარდაცვლილი 4 პაციენტის საქმე აბსოლუტურად ერთნაირია. მათი სიცოცხლე შეწყდა რატომღაც 30-ე დღეს, ხოლო მკურნალობის მეთოდად გამოყენებულია მორფინი და პრომიდოლი, მცირე ხნით განტვირთვის მიზნით. წარმოვიდგინოთ, ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფ პაციენტს რამდენიმე საათიანი ინტერვალით უკეთდებოდა მორფინი სრულიად გაურკვეველი მიზეზით. საინტერესოა ერთი პაციენტის ავადმყოფობის ისტორიაც: 81 წლის ქალბატონს, ც. ბ.-ს, ჟვანიას კლინიკაში გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე აღმოაჩნდა სიფილისი. გარდა ამისა, თითქმის ყველა პაციენტის ისტორიაში დომინირებს ბაუმანის ბაქტერია. სიფილისით ადვილად დაავადდება ის პაციენტი, რომელსაც უდგამენ სხვის ნახმარ კათეტერს. კლინიკაში სიბინძურე და ანტისანიტარიაა. რაც შეეხება ბაუმანს, ეს არის პარაზიტი, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი სიხშირე საავადმყოფოებში. მექანიკური ვენტილაციით გადაცემა დადგენილია როგორც გადამდები დაავადებების მნიშვნელოვანი მიზეზი, განსაკუთრებით ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში. კლინიკებში იგი გადამდებია ძირითადად მედპერსონალის კონტაქტით, დაბინძურებული მასალების გამოყენებით. ასევე ჰაერით, მოკლე მანძილზე.
– თითქმის ყველა გარდაცვლილი ადამიანის ანალიზში ბაუმანი როგორ აღმოჩნდა?
– მარტივი მისახვედრია, რატომ აღმოჩნდა ყველა ადამიანის ანალიზში ბაუმანი და რატომ გააკეთა ტიკარაძემ აღნიშნული განცხადება. პაციენტებს არასწორად უკეთდებოდათ ანტიბიოტიკოთერაპია კლინიკური ინფექციების მიმართ, რომელიც ჩვენს მიერ შესწავლილ პაციენტებს უფიქსირდებოდათ, რაც იწვევდა შესაბამისად პაციენტების მდგომარეობის დამძიმებას და კლინიკაში მსუბუქი ფორმით შესული პაციენტი თანდათან მძიმდებოდა. შედეგად კი ეს იწვევდა ლეტალობას. ამიტომ იყო საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ კლინიკაში შესული ვერცერთი პაციენტი ვერ გადარჩებოდა, სახლში მკურნალობის შემთხვევაში კი, ყველა ავადმყოფი გამოჯანმრთელდებოდა. ამ ეტაპზე ჩვენ ვაწარმოებთ ოცამდე საქმეს. ბევრი მათგანი შესწავლილია და საქმეა აღძრული. დანიშნულია სასამართლო. მიმდინარეობს სამედიცინო ექსპერტიზები, დაწყებულია გამოძიება.
არსებობს კლინიკები, რომლებსაც ავადმყოფობის ისტორიის გაცემის არანაირი სურვილი არ გააჩნიათ და უამრავ მიზეზს იგონებენ უარის სათქმელად. ერთ-ერთი ასეთი კლინიკაა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა. გვერდს ვერ ავუვლი ასევე ბოკერიას სახელობის კლინიკას, სადაც კოვიდით გარდაცვლილთა ბევრი შემთხვევაა დაფიქსირებული. ეს იყო სასაკლაო, საიდანაც ცოცხალი კოვიდპაციენტი თითქმის არ გამოსულა. საერთო დამახასიათებელი ნიშანი მართლაც საინტერესოა. შედიან ფილტვების დაზიანების დაბალი 4-6-7-8 ქულით, ხოლო რამდენიმე დღეში აღნიშნული ქულები რეაქტიული სიჩქარით 20-ს სცდება. ეს არის კლინიკებში მკურნალობის შედეგი. ჩვენ უკვე მივმართეთ საქართველოს გენერალურ პროკურორს ტიკარაძისა და გამყრელიძის განცხადებებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრის თაობაზე და ველოდებით პასუხს. არ შეიძლება დაუსჯელი დარჩეს რომელიმე ექიმი და თანამდებობის პირი, ვინც მიზანმიმართულად მოკლა 17 ათასი საქართველოს მოქალაქე ანტისანიტარიით, სიბინძურით, გულგრილობითა და უყურადღებობით. ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც ოჯახის წევრებს უმალავდნენ, პაციენტი გარდაცვლილი იყო თუ ცოცხალი. ერთ-ერთ ჰოსპიტალში იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც 3 დღე ეძებდნენ ოჯახის წევრს. ჩვენი აქტიური ჩარევის შემდგ აღმოაჩინეს რეანიმაციაში, თუმცა სამჯერ ჩაუტარეს ტესტირება და არცერთხელ კოვიდი არ დაუდასტურდა! პაციენტის გარდაცვალების შემდეგ ოჯახი არჩევანის წინაშე დააყენეს. ან 32 ათასი ლარი უნდა გადაეხადათ მკურნალობის ხარჯი ან გარდაცვალების მიზეზად კოვიდს ჩაუწერდნენ. ასეთი ექიმები არიან თეთრხალათიანი ჯალათები.
დღეს თავს შევიკავებ გარდაცვლილი პაციენტების ვინაობის გამჟღავნებისგან. მათ შორის ბევრი ცნობილი სახეა. გარდაცვალების საქმეებზე გამოძიება უკვე დაწყებულია. თუმცა გეტყვით, რომ ყოველ დღე იზრდება მოქალაქეთა განცხადებები. ჭირისუფალს სურს სამართლიანობის აღდგენა. ყოველი მათგანი თავს მოტყუებულად თვლის, რადგან მათი ოჯახის წევრების გარდაცვალების ნამდვილი მიზეზიც კი არ იციან. საავადმყოფოები გახდა ციხესავით ჩაკეტილი სისტემა. მიუხედავად იმისა, რომ ექიმებმა იციან, რასთან აქვთ საქმე, ისინი მაინც აგრძელებენ ჯანმოს მიერ მოწოდებული გაიდლაინებით მკურნალობას. ისინი ხელოვნურად ზრდიდნენ სიკვდილიანობის სტატისტიკას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან კი იღებდნენ საკმაოდ სოლიდურ ფინანსებს და სიკვდილის ხარჯზე აქტიურად მონაწილეობდნენ კოვიდ ფინანსურ მაქინაციებში. სწორედ ბევრმა ასეთმა ექიმმა ბოლო ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა ფინანსური მდგომარეობა სამედიცინო თაღლითობით. ეს სამწუხარო რეალობაა.
საზოგადოება ჩვენს მიმართ ნდობითაა განმსჭვალული. ჩვენი ჯგუფი ყველა საქმეს შეისწავლის და დანაშაულის სულ მცირე ნიშანსაც კი თუ აღმოაჩენს, მიმართავს პროკურატურას. დამერწმუნეთ, 17 ათასი ადამიანის სიკვდილი კლინიკების სინდისზეა. მთავარი იყო სტატისტიკა, ხოლო ადამიანის სიცოცხლე არაფრად უღირთ. ვპირდები ყველა ჭირისუფალს, რომ ჩვენ შევძლებთ დამნაშავეთა მხილებასა და დასჯას.
კომენტარები