ამ დროისთვის კლინიკა “ვივა– მედიში” გაფართოებული შეხვედრა მიმდინარეობს. “ვივა-მედმა” მიხეილ სააკაშვილის შესამოწმებლად ნეიროქირურგები მოიწვია, მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმი მოითხოვს, სააკაშვილს კიდურების ბიოფსია ჩაუტარდეს. მედიკოსის ინფორმაციით, პაციენტ პატიმარს მგრძნობელობა აქვს დაქვეითებული.
“რომ გავიგე, რომ დღეს ნეიროქირურგები უნდა მივიდნენ იქ, დაელაპარაკონ „ვივა-მედის“ ექიმებს, მე თვითონ არც ერთი დაკვნა არ ვიცი, არ მინახავს.
ვიცი, რომ რაღაც პრობლემები არის ორივე გამოკვლევის შემდეგ, კომპიუტერული ტომოგრაფიის და მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის. ასევე, ჩემი აზრით, გასაკეთებელია ელექტრომიოგრაფია, რომელიც რამდენადაც ვიცი, უკვე გაკეთდა, მაგრამ უნდა ვნახოთ მისი დაკვნა. თუ მისი დასკვნა არ იქნება ინფორმაციული, მე ვურჩევდი, გაეკეთებინათ კუნთების ბიოფსია. მე ამას ვლაპარაკობ იმიტომ, რომ სააკაშვილს აქვს კუნთების ატროფია, – თქვა ყიფშიძემ.
ამის პარალელურად, მიხეილ სააკაშვილს სამედიცინო ექსპერტიზა შესაძლოა, ემორის საუნივერსიტეტო კლინიკამ ჩაუტაროს. ოფიციალური მოთხოვნა ამაზე აშშ-ში თამარ კორძაიამ გააგზავნა.
“მე დღეს, როგორც საქართელოს პარლამენტის წევრი, პირადად ვაგზავნი თხოვნას „ემორის“ საუნივერსიტეტო კლინიკაში, რომ მათ გამოხატონ მზაობა კომლექსური სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომ მიუკერძოებელი ექსპერტები შეაფასებენ ამ მდგომარეობსა და ბოლოს და ბოლოს, მივიღებთ ობიქეტურად დასაბუთებულს, უკვე გვაქვს, მაგრამ, ყველა მსოფმხედველობის და ყველა პოლიტიკური გემოვნების ადამიანისთვის ობიექტურ პასუხს იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის ამ მდგომარეობაში და ამ ფორმით მკურნალობა გამოიღებს თუ არა შედეგს”, – თქვა კორძაიამ.
კომენტარები