“მე 70 წელს გადაცილებული ადამიანი ვარ და ასეთ რეჟიმში ჯერ არ მიმუშავია. იყო დაძაბული პერიოდები, იყო სამსახურის აწყობა და შიდსის ეპიდემიასთან ბრძოლა. იყო „ც“ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, სადაც ჩვენ ძირითადი ინიციატორები და განმახორციელებლები ვიყავით. იყო ღორის გრიპის ეპიდემია და მასთან ბრძოლა. მაგრამ, არცერთხელ ამ მოცულობის სამუშაოს გაკეთება და ასე შემჭიდროებულ დროში არ დაგვჭირვებია.
პირადად მე 3-4 საათზე ადრე კლინიკიდან ვერ გამოვდივარ და მეორე დღეს გარდა პაციენტების მოვლისა, თათბირები, ტელევიზიები და სხვა. არის სამედიცინო პერსონალი და განსაკუთრებით მინდა გამოვყო ორი ქალბატონი, კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია და ბოქსირებული განყოფილების გამგე, მარინა ენდელაძე, უშუალოდ ვის განყოფილებაშიც წვანან ეს ავადმყოფები.
ეს ორი ადამიანი, ბოლო თვენახევარი, რაც დაიწყო ჩვენთან პაციენტების შემოსვლა, სულ 3-ჯერ- 4-ჯერ იყვნენ სახლში. დანარჩენი იქ ცხოვრობენ” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ გადაცემაში „რა დროს ძილია“.
კომენტარები