ახალი ძალადობის ფაქტი თბილისში, ავტობუსის გაჩერებაზე, ქმარმა ცოლი დაჭრა. მომხდარი შინაგან საქმეთა სამინისტროში მედიასთან დაუდასტურეს. უწყების ცნობით, მამაკაცი დაკავებულია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ მდგომარეობაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
კომენტარები