ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პარტია “ლელოს” დღევანდელ ინიციატივას ეხმიანება:
“ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ დღეს ჩვენ გარშემო, მათ შორის პარლამენტში არიან თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები, მოღალატეები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ჩვენი ქვეყნის უფსკრულში გადასაჩეხად. კერძოდ, ყავლგასული თაღლითის ხელისგოგო, ვინმე ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ჩვენი ქვეყანა არის ხვრელი რუსეთისთვის სანქციებისგან თავის ასარიდებლად. რეალურად ამ მოღალატეებს არანაირი ფაქტი არ აქვთ, რეალურად ეს მოღალატეები რუსეთის წისქვილზე ასხამენ წყალს. კერძოდ, დღეს თუ ვინმეს აწყობს, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, არის სწორედ რუსეთი და მათი მოკავშირე ოპოზიცია საქართველოში. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ თანამედროვე სერგო ორჯკონიკიძეებს ჩვენი ქვეყნის წარმატება პირდაპირ გულში ლახვრად ესობა.”
კომენტარები