Reuters-ის გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. საუბარია იმაზე, რომ სლოვაკეთი, ლიეტუვა ლატვია და ესტონეთი ხვალ მოითხოვენ ევროკავშირის მიერ გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციას და უკრაინის აღდგენის დასაფინანსებლად გამოყენებას .
4 ქვეყნის მიერ გავრცელებულ ცნობაში ვკითხულობთ, რომ 3 მაისს უკრაინამ რუსეთის მიერ დაწყებული ომის გამო, ქვეყნის აღსადგენად საჭირო თანხა, დაახლოებით 600-მილიარდ დოლარად შეაფასა. იმის გამო, რომ ომი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თანხა, სავარაუდოდ, მკვეთრად გაიზდება
„უკრაინის აღდგენის ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის რუსული სამხედრო აგრესიის მსხვერპლთა კომპენსაცია, რუსეთმა უნდა დაფაროს“, – ნათქვამია წერილში, რომელიც ხვალ წარედგინება ევროკავშირის ფინანსთა მინისტრებს.
წერილში, ევროკავშირის 4 ქვეყანა მოუწოდებს 27-ქვეყნიან ორგანიზაციას, მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციების მომზადება დაიწყოს.
კომენტარები