შეერთებული შტატების სამხედრო და დიპლომატიური ოფიციალური პირები კიევში აშშ-ს საელჩოსთან, მის დასაცავად სპეციალური ოპერაციის ძალების [SOF] გაგზავნას განიხილავენ. ინფორმაციას The wall street journal ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, ბაიდენს წინადადება ჯერ არ წარსადგენია, თუმცა თუ ის ამას დაამტკიცებს, ჯარები მხოლოდ საელჩოს დასაცავად და უსაფრთხოებისთვის განლაგდებიან.
ამჟამად, კიევში აშშ-ს საელჩოს დაცვას სახელმწიფო დეპარტამენტი უზრუნველყოფს.
გარდა სპეციალური სპეციალური ოპერაციის ძალების განთავსებისა, ოფიციალური პირები განიხილავენ საზღვაო დაცვის რაზმის აღდგენას, საელჩოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
კომენტარები