ნიუ-იორკში სასიცოცხლოდ აუცილებელი სამედიცინო მარაგი, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატები, ქალაქში მომდევნო კვირისთვის ამოიწურება. ამის შესახებ ქალაქის მერმა, ბილ დე ბლაზიომ „CNN“-თან საუბრისას აღნიშნა.
როგორც მერი ამბობს, სიტუაცია საომარ პერიოდს ჰგავს.
„ჩვენ, დღეიდან, ერთი კვირისთვის სამყოფი მარაგები გვაქვს. ძალიან მალე ჩვენ კიდევ რამდენიმე ასეული სასუნთქი აპარატი დაგვჭირდება. ეს, როგორც ჩანს, გრძელვადიანი კრიზისი იქნება.
შოკისმომგვრელია ამის თქმა, მაგრამ აქამდე ვფიქრობდი, რომ აპრილში უსაფრთხოდ ვიქნებოდით“, – აღნიშნა ქალაქის მერმა.
„პრაიმტაიმი“
კომენტარები