ნათია ნოდია:
“ამას წინათ, ავტობუსში კაცი “გრუზავდა”ქალს, ზურგს უკან ედგა, მეც იქვე ვიდექი და მესმოდა. რას მიაშტერდი ახლა იმ კაცსო, მარა ბოზებია შენი დები, გენეტიკა გაქვს ეგეთი დამპალი, ვერ მოგისვენიაო…
ის ქალი ხმას არ იღებდა ე.ი. მონოტონურად ჩაზუზუნებდა ყურში თავის წვეტიან აზრებს თან გაუჩერებლად. გავოგნდი, ახლაც მახსოვს ეს ამბავი. გავიფიქრე, ის გიჟი და ეჭვიანია, მაგრამ ეს ქალიც ხომ თავის მხრივ, ავადმყოფია, სულ მცირე მაზოხისტი. რა გამაჩერებს ეგეთ კაცთან?რატომ, რისთვის,ვისთვის მოვითმენ, კაცო
მერე იმ მოკლულსაც შევხდე ტვ-ით და სხვაა, ის „ცოლ-ქმარი“ ავტობუსში, რომ ვნახე-სხვები. ღმერთმა ნუ ჰქნას, იგივე ბედი ეწიოთ.
შეიძლება არ ჰყავს ქალს ზურგი. არ აქვს წასასვლელი, მაგრამ ასეთ „კაცთან“ ცხოვრება გამოსავალია? ან კი, რა უნდა ჰქნას? რის საშუალებას იძლევა ჩვენი სახელმწიფო, რომ ქალმა თავი (სიცოცხლე) უკვე პირდაპირი მნიშვნელობით-სიცოცხლე მისი და მისი შვილების ფსიქიკა დაიცვას? იცის ვინმემ? გვაქვს პასუხი?”
კომენტარები