შოტლანდიის ეკლესიის საერთო ყრილობაზე მხარი დაუჭირეს საეკლესიო კანონის ცვლილებას, რომლის შედეგადაც ერთი და იმავე სქესის წყვილები საეკლესიო ცერემონიით დაქორწინებას შეძლებენ.
სასულიერო პირებს კი შეუძლიათ თავად გადაწყვიტონ, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინების რიტუალში.
ედინბურგში ჩატარებულ კენჭისყრაზე ცვლილებას მხარი გენერალური ასამბლეის 274-მა წევრმა დაუჭირა, 136 კი წინააღმდეგი იყო.
კომენტარები