ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, CNN-თან რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებაზე საუბრისას, ამბობს, რომ ეს რამდენიმე კვირაში მოხდება:
“რამდენიმე კვირის საკითხია, უნდა მოვძებნოთ გამოსავალი საინვესტიციო საჭიროებებისთვის. უნდა შეიქმნას ისეთი ვითარება, როცა პუტინს არ ექნება ნავთობის მიღების საშუალება და შემდეგ უფრო მაღალ ფასად არ გაიტანს მსოფლიო ბაზარზე“. – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის, უნგრეთი, ეწინააღმდეგება ევროკომისიის წინადადებას 2023 წლის დასაწყისისთვის რუსული ნავთობის მოხმარების სრულად ჩანაცვლების შესახებ. რუსული ნავთობის ემბარგო ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტის ნაწილია.
ურსულა ვონ დერ ლაიენმა ასევე თქვა, რომ რუსეთმა უნდა გადაიხადოს უკრაინის რეკონსტრუქციისთვისაც.
“რეკონსტრუქციისთვის ფინანსური დახმარების საჭიროება დიდია და ამისთვის ყველამ უნდა გადავიხადოთ, ისევე, როგორც ფინანსურმა ინსტიტუტებმა, ამასთან, ერთადერთი სამართლიანი გზა იქნება, რუსეთმაც გადაიხადოს თავისი წილი. ამიტომ, ჩვენ განვიხილავთ სამართლებრივ შესაძლებლობებს, რათა გავყინოთ რუსული აქტივები ამ მიზნით. ეს არ არის მარტივი სამართლებრივი კუთხით, მაგრამ ამაზე ვმუშაობთ”. – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
კომენტარები