ფოტო – BBC
BBC-ის ცნობით, ტეხასის შტატის დაწყებით სკოლაში სროლის შედეგად თხუთმეტი ადამიანი დაიღუპა.
18 წლის შეიარაღებულმა მამაკაცმა სკოლაში 14 მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა. მედიის ცნობით, სკოლის მოსწავლეების ასაკი 5-დან 11 -წლამდეა.
გუბერნატორის თქმით, წინასწარი მონაცემით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი თოფით იყო შეიარაღებული.
გუბერნატორი მედიასთან ამბობს იმასაც, რომ ეჭვმიტანილი გარდაცვლილია და სავარაუდოდ, ის ოფიცრებმა მოკლეს. ამ მომენტისთვის ადგილზე მუშაობს პოლიცია. ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია.
საზოგადოებას სთხოვეს თავი შეიკავონ, რადგან პოლიცია დანაშაულის ადგილს იძიებს. წინასწარი მონაცემით, მსუბუქადაა დაჭრილი პოლიციის ორი ოფიცერი.
Uvalde Memorial Hospital-მა Facebook-ზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ სროლისას, არიან დაჭრილი ბავშვებიც, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს სასწრაფო დახმარების მანქანებით.
კომენტარები