ექსპერტი დავით ქართველიშვილი, დავოსის პანელზე პრემიერ ღარიბაშვილის დღევანდელ გამოსვლას, ასე აფასებს:
დავოსის ფორუმზე პრემიერს დღეს ჰქონდა უძლიერესი გამოსვლა ესტონეთის პრეზიდენტთან, მოლდოვას პრემიერთან და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივ “პანელზე”. ეს იყო მასტერკლასი – რატომ უნდა იყოს საქართველო ევროპული ოჯახის სრულყოფილი წევრი, რა გზა გაიარა მან ამისთვის და რა მიღწევებით აპირებს ქართველი მოსახლეობის ეს მისწრაფება აღასრულოს. ჩვენებურად რომ ვთქვათ – პრემიერმა ამ 41-წუთიან (!) ფორმატში “ითამადა”, კომფორტულად და დამსახურებულად მოირგო ლიდერის პოზიცია და ბოლო შემაჯამებელ სიტყვაში საერთოდ დარბაზის ოვაციები დაიმსახურა. ბრავო!!
კომენტარები