ყოფილი ტელეწამყვანი, თეა გვასალია სოციალურ ქსელში წერს:
“ანა მგელაძე – ჩემი ბიძაშვილია, საფრანგეთში აქვს დაცული სადოქტორო, პროფესიით არქეოლოგია და საფრანგეთში გამოქვეყნებული მისი ნაშრომების სიასაც დავდებდი, მაგრამ ვერც პარლამენტში და ვერც მთავრობაში, რამდენიმე კაცის მეტი, მათ სათაურებსაც ვერავინ ამოიკითხავთ. დღეს გავიგე ფბ-დან, რომ იმ ყბადაღებული მუზეუმიდან სხვა თანამშრომლებთან ერთად ესეც გაუთავისუფლებიათ. თუ დამიჯერებთ, წარმოდგენა არ მაქვს მის პოლიტიკურ ორიენტაციაზე, რადგან წესად მაქვს, ახლობლებთან პოლიტიკაზე არ ვისაუბრო. ჩემს ირგვლივ ერთი ლეიბორისტი არ მყავს არავინ, თორემ ნაცებიც ბლომად არიან, ქოცებიც და არ ამხელენ, თორემ ერთი-ორს გირჩიც მოსწონს. პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებები კარგად მახსოვს წინა მთავრობისგან და თქვენც თუ ამ გზას დაადექით, შედეგებს არჩევნებზე მოიმკით. ანაზე არ იდარდოთ, ნამდვილად არ დაიკარგება, ჯერ ერთი თავისუფალ უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს და თანაც საფრანგეთიდან ეხვეწებიან რა ხანია, ჩამოდი და შენი ცოდნა ფრანგ სტუდენტებს გაუზიარეო. მით უმეტეს, რომ ქმარიც ფრანგი ჰყავს და იმასაც ერთი სული აქვს სამშობლოში დაბრუნებამდე. მაგრამ ეს გაჯიქებულია, ბავშვები ქართველებად უნდა გავზარდოო და ფეხს არ იცვლის აქედან, არქეოლოგიურ გათხრებზეც კი დაჰყავს უფროსი შვილი, რომ ქართულ კულტურას და ისტორიას აზიაროს. ნამდვილად არ ვიცი ვინ და რა მიზეზით მიიღო ეროვნული მუზეუმიდან მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება, მაგრამ იმ ადამიანს რომ ქვეყნის ინტერესები ფეხებზე ჰკიდია, ცხადია, რამეთუ „ტვინების გადინებაზე“ მეტი ზიანი, ჩვენსავით პატარა სახელმწიფოს, მხოლოდ ომმა შეიძლება მოუტანოს.”
კომენტარები