უკრაინელი წარმოშობის რუსი ჟურნალისტი, მარინა ოვსიანიკოვა, რომელიც პირდაპირ ეთერში ომის საწინააღმდეგო ბანერით შევიდა, ვაცლავ ჰაველის საერთაშორისო პრემიით დაჯილდოვდა.
ოვსიანიკოვამ Twitter-ზე დაწერა, რომ ამ ჯილდოს რუსეთის შეჭრის შედეგად დევნილი უკრაინელების დასახმარებლად გამოიყენებს.
“შეუძლებელია ტირილის გარეშე შეხედო იმ ქალებსა და ბავშვებს, რომლებიც ახლა კარვებში ცხოვრობენ. ძვირფასო უკრაინელებო, გვაპატიეთ თუ შეგიძლიათ…” – დაწერა მან.
შეგახსენებთ, ოვსიანიკოვამ პირდაპირი ეთერი შეაჩერა ახალი ამბების მიმდინარეობის დროს, მას ეჭირა ბანერი წარწერით “არა ომს”.
პრიზს HRF-ის გარდაცვლილი თავმჯდომარის, ვაცლავ ჰაველის სახელი ეწოდა. ის ხელმძღვანელობდა არაძალადობრივ რევოლუციას, რომელმაც საბოლოოდ გაათავისუფლა ყოფილი ჩეხოსლოვაკია კომუნისტური მმართველობისგან.
კომენტარები