გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი:
დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის, სახელმწიფოებრიობის დღეა.
ეს ის თარიღია, რომელსაც სიამაყით აღნიშნავენ ისეთი ერებიც კი, რომელთაც არასოდეს ღირსებიათ ნამდვილი დამოუკიდებლობა, გარდა ერთი მომენტი ისტორიული ბედის გაელვებისა.
ამ დღეს წინაპრებზე უნდა ფიქრობდე, რომელთა ხმლისა თუ ჭკუის ძალით საერთოდ იცი რომ დედამიწის დამოუკიდებელი, თვითმყოფადი ნაწილი ხარ.
გული უნდა აგიჩქარდეს,
უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა გიცრემლებდეს თვალებს და
მომავალს ნათლად უნდა ხედავდეს – ან ძლიერ მშვიდ მომავალს და ან ამ ძლიერი მშვიდი მომავლისათვის თუ აუცილებელი გახდა თავდადების აუცილებლობას.
ამ დღეს მთელი დედამიწა და სამყარო შენი უნდა გეგონოს, შენს ენაზე მოლაპარაკე და შენს მიმართ ცოტათი შურითაც განწყობილი.
ამ დღეს უნდა იცოდე ვინ ხარ, სადაა შენი ფესვი და საით უნდა წავიდეს შენი მომავლის ახალი შტო.
მე ცხოვრებაში ორი პიროვნება, ორი პრეზიდენტი ვიხილე ამ გრძნობით სულით ხორცამდე გაჟღენთილი, ისტორიული ძლევამოსილების პასუხისმგებლობით და მომავლისადმი უდიდესი იმედით.
რაც გინდათ მიმტკიცოთ რომ არც პრო ესეთი და არც პრო ისეთი ვართო, დამოუკიდებლები და სახელმწიფოც ვართო,
სულერთია,
არ შეგეკამათებით,
ყველას თავისი სიმართლე და სამართალი აქვს…
მაგრამ
ვერავინ, აბსოლუტურად ვერავინ დამარწმუნებს იმაში რომ
რომელიმე თქვენგანს სჯეროდეს
ამ დღეს,
ქვეყნის დამოუკიდებლობის აი ამ დღევანდელ დღეს
ან დღევანდელი პრეზიდენტადწოდებული
ან დღევანდელი პრემიერად წოდებული
ან დღევანდელი რაღაცა და ფულით მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქართველი
ამ დღევანდელ დღეს
ან სიამაყეს,
ან პასუხისმგებლობას,
ან სამომავლო ხედვას,
ან საერთოდ რაიმე განსაკუთრებულს გრძნობდეს
გარდა იმ გრძნობისა, რასაც ჰქვია
ხომ მიგაჯირყვნეთ ყველა თქვე …..
კომენტარები