ჟურნალისტი, ირაკლი ტაბლიაშვილი:
“დამოუკიდებელ საქართველოს ვერ მოესწრო! უფრო ზუსტად – არ მოასწრეს – მგონია, რომ მოკლეს!.. მაგრამ, ვერ დავამტკიცებ და ვერც ვერავინ დაამტკიცებს ვეღარასოდეს!
დამოუკიდებელ საქართველოს შეეწირა! იდეას! თავისუფლებას!
შეპყრობილი კაცი იყო! ჯიუტი! დიდგულა და ბავშვივით სუფთა! უბოროტო! შეუპოვარი!
რთულად ცხოვრობდა! რაღაცნაირი ბურთით ყელში! ემოციებით სულ.
დამოუკიდებელ საქართველოს გაუმარჯოს და მასაც – დამოუკიდებლობის ჯარისკაცს! დღეს 83 წლის მოხუცი რომ იქნებოდა და სახლში კი არა! არამედ… წინ! პირველი იქნებოდა რუსეთთან ბრძოლაში.”
კომენტარები