ნონა კობახიძე, სოციალურ ჯგუფში “სასოწარკვეთილი მომხმარებლელი”, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“სპარის კონსულტანტები ღამის სამ საათზე…
ანაზღაურება ხომ აქვთ საშინელი და ელემენტარულ პირობებსაც რომ არ უქმნიან.
( ყველას მოგეხსენებათ მარკეტში მუშაობა თან 24 საათიანი გრაფიკით როგორ რთულ საქმიანობას წარმოადგენს)
SPAR Georgia დავიჯერო ვერ ხედავთ კამერებში ამ უბედურებას? ერთი ოთახის გამოყოფა რა გახდა რომ მორიგეობით მაინც დაიძინონ ხოლმე რამდენიმე საათით…
მაგიდებზე სძინავთ ხალხოოო,მაგიდებზე!
რამხელა სირცხვილია!
პ.ს იმაზეც ბევრი ვიფიქრე დამედო თუ არა ეს პოსტი აქ, რადგან რაიმე პრობლემა არ შემექმნა რომელიმე მათგანისთვის, მაგრამ დარწმუნებული ვარ თვითონ მონიტორინგის სამსახურიც და ადმინისტრაციაც ძალიან კარგად ხედავს კამერებში ამ ყველაფერს, თუმცა რეაგირებას არ ახდენს, უბრალოდ თვალს ხუჭავენ, რადგან ვერ ეუბნებიან იმას რომ 24 საათიანი დაუღალავი შრომის შემდეგ 2 საათით მაინც არ დაიძინონ! უბრალოდ ვერ ეუბნებიან!.. (სინდისიც კაი საქონელია!)”
კომენტარები