მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტს, პრორუს იგორ დოდონს სასამართლომ 30-დღიანი შინაპატიმრობა შეუფარდა – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს, 26 მაისს მიიღო, რითიც მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა.
24 მაისს, დოდონის სახლი, რომელიც კიშინოვში მდებარეობს, სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს. ჩხრეკა დაახლოებით 12 საათს გაგრძელდა, ამის შემდეგ ის დააკავეს და იზოლაციაში მოათავსეს. მასთან ერთად დააკავეს მისი ნათესავი, პეტრუ მერინიანიც.
მას ედავებიან კორუფციას, უკანონო გამდიდრებას, ღალატს და კრიმინალური ორგანიზაციის მიერ პოლიტიკური პარტიის დაფინანსებას.
კომენტარები