სევეროდონეცკის ხელმძღვანელის, ალექსანდრე სტრიუკის თქმით, რუსეთის ჯარები აკონტროლებენ სევეროდონეცკის პერიმეტრის 2/3-ს.
„ჩვენ მოვახერხეთ რუსების შეჩერება, რომლებიც გარღვევას ცდილობდნენ. მიუხედავად ამისა, ვითარება საკმაოდ დაძაბულია, ქალაქის პერიმეტრის თითქმის 2/3 მტერს აქვს დაკავებული“, – აცხადებს ალექსანდრე სტრიუკი.
„უწყვეტი დაბომბვა საცხოვრებელი უბნების, ქალაქის ინფრასტრუქტურის. ჩვენი ქიმიური ქარხანა აზოტი იბომბება, სამწუხაროდ, არის მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობაში და აზოტის თანამშრომლებში. სამწუხაროდ, ძალიან მძიმე მდგომარეობაა“, – დასძინა მან.
კომენტარები