ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, “ტვ პირველთან”, ამბობს:
ყველამ კარგად იცის, რამხელა ფასი აქვს საქართველოს ევროპული პერსპექტივის შენარჩუნებისთვის საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას კავშირს – თბილისი, კიევი და კიშინოვი – ეს კავშირი არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რათა საქართველოს ევროპული პერსპექტივა იყოს დაცული და წარმატებული. როდესაც საქართველოს მთავრობა გამოდის და პირდაპირ, ომში მყოფი ქვეყნის მთავრობას, პირდაპირ, დამიზნებით ურტყამს და მერე ქვეყნის შიგნით, იმიტომ რომ იცის, რიგით მოსახლეობაში უკრაინის მიმართ მაღალი სენტიმენტებია, ეს რომ გააპრავოს, პირდაპირ ნაციონალურ მოძრაობას აწებებს და ესენიც… ესენიც, სასარგებლო იდიოტებივით იქცევიან, რომ ამას ყველაფერს ამყარებენ…
კიევის დღევანდელი ხელისუფლების და ნაციონალური მოძრაობის ერთმანეთთან დაკავშირება – პიარულად, დალაგებულად ჩადეს და თქვეს რომ უკრაინის მთავრობა და ნაციონალური მოძრაობა არის ერთ გუნდი, ამით ხსნილი გამოაცხადეს უკრაინის მთავრობის ლანძღვაძე… “ვსიო”… ეს რას ნიშნავს, იცით? ერთ მშვენიერ დღეს შენ ბუნებრივად დისტანცირდები.
საქართველოს მთავრობას ცოტა უფრო რომ უყვარდეს თავისი სამშობლო და ცოტა უფრო მეტი ტვინი რომ ჰქონდეს, ის წარმოუდგენელი მხარდაჭერა, რომელიც კიევმა ამ ომში მიიღო… წარმოუდგენელი… ასეთს ხომ არავინ ელოდებოდა. კონსოლიდირებულია მთლიანად სამყარო… ჩვენ უნდა გვეცადა, ეს მხარდაჭერა საქართველოზეც როგორმე გავრცელებულიყო.
ეს არის საქართველოს უსაფრთხოების გარანტი – ეს ყველა ნორმალურ ადამიანს ესმის, ის კი არა, რომ გამოდიან და ომი გინდა, ომი გინდა – ვინ თქვა… ყველა მთავრობის მთავარი ამოცანაა ქვეყანას ომი აარიდოს, ვინმეს კი არ უნდა ამადლიდნენ, ეს არის ამოცანა ნომერი ერთი, მაგრამ ქვეყნისთვის ომის არიდების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიაა, რომ შენ ქვეყანას და სახელმწიფოს მაქსიმალური რაოდენობა ძლიერი მოკავშირები უნდა შეუქმნა და ესენი მოკავშირეებს ებრძვიან.
კომენტარები