მწერალი, ქართული ოცნების თანადამფუძნებელი, მერაბ შათირიშვილი:
‘ჩვენ ვართ უმადური ხალხი, ჩვენ ვდუმვართ, როცა აძაგებენ ღირსეულ ადამიანს და ჩვენ გავჩუმდებით, როცა სალანძღავად მოგვადგებიან თითოეულ ჩვენგანს და, გეკითხებით, ბიძინა ივანიშვილი ამ მანქურთების სალანძღავია? მიპასუხეთ, ადამიანს საერთოდ არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი, რომ ის ზნეობრივი, პატიოსანი ოჯახის თავკაცია, გულიანი ქართველია, ქტიტორია, მეცენატია, ქველმოქმედია, სიღარიბეში გაზრდილი სოფლელი ბიჭია და ამ გარეწრების სალანძღავია? ამას უნდა ვითმენდეთ?.. მის ძაგებას უნდა წავუყრუოთ?.. და, რატომ? რატომ? გამაგებინეთ, რატომ ვიგუბებთ პირში წყალს და რატომ ხმას არ ვიმაღლებთ, რომ ეს ადამიანი ქვეყნის მოამაგეა, რომ ეს კაცი სიკეთის კაცია, რომ ეს პიროვნება დადებით როლს თამაშობს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის?.. რა, ასე არ არის? და თუ ასეა, ხმა ამოვიღოთ, ვისწავლოთ საკუთარი ღირსების დაცვა და ღირსეული ადამიანის, ჩვენი მოყვასის შეფასება, დაფასება და შენარჩუნება, ქრისტე სწორედ სიყვარულისკენ მოგვიწოდებს და, თუ ჩვენ არ ვიქნებით გულწრფელები, მადლიერები, მაშინ შევჩვენდებით და ღირსიც ვიქნებით შეჩვენების!.”
კომენტარები