“ფიქრებითა და გულით თქვენთან ვართ”. – თქვა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა.
შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია პარტნიორებთან ერთად უკრაინას ეხმარება იმისთვის, რომ ეკონომიკური კოლაფსი თავიდან აიცილონ. აგრეთვე, თავის დასაცავად უგზავნის იარაღს. კანცლერმა ისიც დასძინა, რომ გერმანიამ უკრაინიდიან თითქმის 800 000 ლტოლვილიც მიიღო.
“პუტინი ვერ გაიმარჯვებს. ჩვენ თქვენთან ვართ, ჩვენ ერთიანები ვართ. ომის შემდეგ უკრაინის რეკონსტრუქციისთვის დასახმარებელ გეგმაზეც ვმუშაობთ”. – მიმართა შოლცმა უკრაინელ ხალხს.
ტელეთონიდან შემოსული თანხა საავადმყოფოებისთვის სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად გადაირიცხება.
19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.რუსეთის შეიარაღებულ ძალებში კი ამბობენ, რომ მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.
კომენტარები