რუსეთში მარცვლეულის გატანა ოკუპანტების მიერ, სავარაუდოდ, ხერსონის ოლქის უფროსის მოადგილედ დანიშნული კირილ სტრემუსოვსის მითითებით განხორციელდა.
ხერსონის ოლქის საოკუპაციო ხელისუფლებამ აღიარა, რომ რეგიონიდან მარცვლეულის ექსპორტის პროცესი დაიწყო. ამის შესახებ Epravda იუწყება
მედიასაშუალება წერს, რომ ეს ხორბლის ბოლო მოსავალია, რომელიც ხერსონის რაიონში ინახებოდა. ოკუპანტები აცხადებენ, რომ მარცვლეული რუსეთში გაიყიდება.
როგორც EP წერს, ოკუპანტები აშანტაჟებენ უკრაინელ ფერმერებს, ძარცვავენ მათ და მარცვლეული კი რუსეთში გააქვთ.
ამასთან, უკრაინის აგრარული პოლიტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსებმა დაახლოებით 500 000 ტონა მარცვლეული მოიპარეს, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოცულობის მესამედია.
დიდი ხანია, უკრაინული მარცვლეულის ქურდობის შესახებ ისმის, დროებით ოკუპირებული ყველა რეგიონიდან.
კომენტარები