ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ გაავრცელა ინფორმაცია იმაზე, რომ რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ლუგანსკის ოლქში ცეცხლი საევაკუაციო მანქანას გაუხსნეს, რომელსაც 10 ადამიანი უნდა გადაეყვანა. შემთხვევის შედეგად აკრედიტირებული ფრანგი ჟურნალისტი დაიღუპა, რომელიც ევაკუაციის შესახებ მასალას ამზადებდა.
“ევაკუაცია ოფიციალურად შეჩერებულია. რაშისტებმა მანქანას, რომელსაც ადამიანები უნდა გადაეყვანა, ცეცხლი გაუხსნეს. ჭურვის ნამსხვრევებმა დაჯავშნილ მანქანაში შეაღწია, რასაც ფრანგი ჟურნალისტის სიცოცხლე ემსხვერპლა. მან კისერზე სასიკვდილო ჭრილობა მიიღო. საპატრულო პოლიციის თანამშრომელი კი ჩაფხუტმა გადაარჩინა”. – წერს გაიდაი.
კომენტარები