პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
“31 მაისი პოლიციელის დღეა.
ჩემ ირგვლივ არაერთი ღირსეული პოლიციელი საქმიანობს, ისინი მიზერული ხელფასის ფასად სიცოცხლეს სწირავენ, რათა მართლწესრიგი დაიცვან, დამნაშავეობასა და კრიმინალს შეებრძოლონ, შიშისგან დაიცვან უმწეო ადამიანები. თან მათ რაღაც არაჩვეულებრივ აზარტს ვამჩნევ, ისინი მკვლელებსა და ყაჩაღებს განსაკუთრებული ენთუზიაზით უზღუდავენ სამოქმედო სივრცეს. იმედია, ასეთი პოლიციელები მალე შექმნიან პროფკავშირს და წარმატებით შეძლებენ თავიანთი სოციალური უფლებების დაცვას…
საუბედუროდ, პატიოსანი პოლიციელები უმცირესობაში არიან. საპოლიციო უწყებებში დღემდე დომინირებენ მუშაკები, რომელთაც სწამთ, რომ მთავრობისთვის სასარგებლო წესრიგის დამკვიდრება ადამიანების დამცირებით, მათი ღირსების ფეხქვეშ გათელვით, სულში ჩაფურთხებითა და პატივის აყრით არის შესაძლებელი… ისინი ყველას მსახურად გამოდგებიან, მწამებელთა ბრძანებებსაც ასრულებდნენ და დღევანდელი ბატონების ნებისმიერ ნატვარასაც თავს შესწირავენ. მათი წყალობით ზოგიერთ წრეში პოლიციელი და ტლუ, რეგვენი ადამიანი სინონიმებად მოიაზრება.
ზეპირი მსჯელობა რომ არ გამომივიდეს, კონკრეტულ მაგალითს გავიხსენებ.
რამდენიმე თვის წინ, ბათუმში მაუწყებელი • Mautskebeli -ის თანამშრომლები ერთ-ერთ ბარში მრავალი მხეცის მიერ ნაცემ ადამიანს გამოექომაგნენ. მცემელები გაიქცნენ და პოლიციელებს დასაჭერად მხოლოდ ნაცემი შერჩათ ხელთ, მათ დასისხლიანებულ ადამიანზე მოისურვეს ჯოხის გადატეხვა. გამოქომაგების გამო “მაუწყებლის” ხალხი დაიჭირეს, ცხვირ-პირი ამოუნაყეს, აგინეს და ისინიც დამნაშავეებად გამოაცხადეს. რაც მთავარია, “მაუწყებლის” წევრებს არ შეეშინდათ, დაიწყეს ბრძოლა თავიანთი ღირსებისთვის, პოლიცია კი აცხადებს, რომ განყოფილებაში არსებული მილიონი კამერიდან ერთმაც კი ვერ მოახერხა უკანონოდ დაკავებულთა ოფისში შეყვანისა და გვემის კადრების გადაღება. მაინცდამაინც მაშინ შეწყვიტეს პოლიციის კამერებმა მუშაობა! (დაწვრილებით იხ. https://fb.watch/defdTz3O0V)
ვისაც ასეთი ტყუილების და კამერების უცაბედი გათიშვების გჯერათ, იდიოტები ხართ… მწამს, რომ აქ იდიოტი არავინ არის!
მოკლედ, გამოქომაგების გამო ნაცემი რეპორტიორები აქეთ დაადანაშაულეს ხულიგნობაში და სასამართლო ბრძოლების მიუხედავად 2000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრეს.
პოლიციელის დღის მოსალოცად ყველაზე ეფექტიან გზად მათი ძალადობის მსხვერპლთათვის ჯარიმის გადასახდელი თანხის შეგროვება მიმაჩნია….
გეხვეწებით, გემუდარებით…. შემომიერთდით!
GE07TB7754545069600002″
კომენტარები