ლარი დოლართან 7.03 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 6.33 თეთრით. 31 მაისის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.0249 ლარია, ერთი ევროსი კი – 3.2466 ლარი.
ბოლო 3 თვის განმავლობაში ლარს გამყარების ტენდენცია ჰქონდა, თუმცა, 27 მაისის შემდეგ ეროვნული ვალუტა უფასურდება. აღსანიშნავია, რომ 24 მაისს რეზერვების შესავსებად ეროვნულმა ბანკმა $10 მილიონი იყიდა. ეს 2019 წლის ივნისის შემდეგ პირველი შემთხვევაა.
კომენტარები