30 მაისს მოსკოვის სატელევიზიო ანძის “ოსტანკინოს“ შენობაზე ალა პუგაჩოვას მისამართით პროექტორის საშუალებით შეტყობინება გამოჩნდა:
“ალა, რა კარგია, რომ გაიქეცი. ალა, თქვენ დიდი ხანია აქ აღარ ხართ“
“ოსტანკინოს“ პრესსამსახური ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს. ასევე არ ვრცელდება რუსულ მედიაში ვერსიები, თუ ვის შეეძლო ცენტრალურ შენობაზე მსგავსი რამის დაწერა, თუმცა, ერთი რამ ცხადია, მსგავსი პერფომანსის მოწყობას პუტინის მთავრობის მხარდაჭერის გარეშე ვერავინ გაბედავდა…
ალა პუგაჩოვა, მეუღლესთან და შვილებთან ერთად, რამდენიმე თვეა ისრაელში იმყოფება. ვარსკვლავმა ქვეყანა უკრაინაში ომის დაწყებიდან მალე დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ამ ყველაფერს შვებულების სახელი დაერქვა, რუსული შოუბიზნესის ვარსკვლავები დარწმუნებულები არიან, რომ მისი ემიგრაცია სამუდამოა.
რამდენიმე საათის წინ, ალა პუგაჩოვამ “ინსტაგრამის” ოფიციალურ გვერდზე რამდენიმეწამიანი ვიდეო გამოაქვეყნა. თეთრებში ჩაცმული მომღერალი ყვავილების ბაღში ზის და წერს:
“რაც უფრო დაბალია ინტელექტი, მით უფრო ხმამაღალია შეურაცხყოფა, იცხოვრე მშვიდად, ქვეყანავ!..“ – წერს პუგაჩოვა.
რუსულ მედიაში წერენ, რომ პრიმადონამ ამ მესიჯით სამშობლოს შეურაცხყოფა მიაყენა, იქ მცხოვრები ხალხი კი უინტელექტოებად მოიხსენია.
კომენტარები