პოლიტიკოსი, გიგი უგულავა, “ტვ პირველთან” ამბობს:
“ღარიბაშვილი 14-15 პროცენტიან ზრდებზე საუბრობდა, მაგრამ, ამ თვეში დადუმდა, იმიტომ, რომ ეკონომიკა დაჯდა უკვე, ეს ეიფორია გავიდა და ახალი კრიზისი წამოვიდა, ისედაც, 2,6 პროცენტია აპრილის ზრდა და ინფლაციის გათვალისწინებით. ძალიან, ძალიან ცუდი, აფიორის სუნი ასდიოდა ჯერ გამყარებას და შემდეგ გაუფასურებას, სავალუტო თამაშს უფრო ჰგავდა, მინიმუმ, ან განზრახ ვიღაცამ ფული გააკეთა, ფაქტია, ჩვენი ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია. დღეს იყო ორი ძალიან მწვავე სოციალური პროტესტი, ერთი – ხელფასებზე დანამატების შენარჩუნებას ითხოვდნენ სასწრაფო დახმარების ექიმები და მეორე – ბორჯომის თანამშრომლები. წელს მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა ველოდოთ ასეთ სოციალურ აფეთქებებს და პროტესტს. მინდა წინასწარ ვურჩიო ბიზნესსუბიექტებს – გასაგებია, ყველა ცდილობს ხარჯი შეამციროს, მარამ უნდა გვესმოდეს, ლარის გაუფასურების პირობებში, ის ხელფასები არაადევატურია, მინიმუმ, სამჯერ ნაკლებს იყიდის ადამიანი, ვიდრე ყიდულობდა 2-3 წლის წინ. ეს მაინც ყველა ვარიანტში გასაკეთებელი იქნება, ამიტომ ეს უნდა იყოს გეგმაზომიერი. უნდა გვესმოდეს, წლევანდელი წელი იქნება ძალიან მძიმე, პოსტპანდემიური და რეგიონში მიმდინარე კატასტროფული ომის გამო – რუსეთი ხელოვნურად ქმნის საკვებ პროდუქტებზე კრიზსს, რომ მერე სანქციებზე ივაჭროს. ამავე დროს, ჩვენ გარშემო ქვეყნები, წყვილდებიან, შედარებით მსხვილ, ძლიერ ქვეყნებთან, ქმნიან ალიანსებს. ეს ომი იმდენად დიდი მოვლენაა მსოფლიოში, ახალ მიზიდულობის ცენტრს, ახალ კონფიგურაციებს გააჩენს. ამ პროცესში ჩვენ ჩამოვრჩებით და ეს სახიფათოა. მოლდოვას რუმინეთის, ან უკრაინის სახით, ეყოლება გვერდზე მდგომი პარტნიორი, ყაზახეთმა მოაწერა ხელი თურქეთთან, აზერბაიჯანმა მოაწერა ხელი თურთქეთთან, პატარა ქვეყნები წყვილდებიან შედარებით დიდ ერებთან – ქუჩის ჩხუბს რომ შევადაროთ, ვიღაცა ვიღაცაზე “ატვეჩაი” რომ არის, ესეთი პროცესია. ჩვენ ვრჩებით მარტო, არავის ამარა არ ვრჩებით, არავინ მეგობარი აღარ გვეყოლება, რადგან ჩვენ შევცდით და ვანახეთ (სამწუხაროდ, ჩვენ ხელისუფლება წარმოგვაჩენს), რომ ჩვენთან პარტნიორობა არ შეიძლება, ვართ ქამელეონივით და ნებისმიერ მომენტში შეიძლება ყველას ზურგი ვაქციოთ. არგუმენტი – რომ მე ჩემი ქვეყნის ეკონომიკას მივხედო – გერმანიამ, რატომ არ უნდა მიხედოს თავის ეკონომიკას? ან პორტუგალიამ. შენს რომ უნდა მიხედო, უნდა გესმოდეს, კატასტროფულია ჩვენი ერის ფსიქოლოგიური მდგომარეობა – რადგან ხელისუფლება გეუბნება, რომ შენ მე არ დაგიცავ.
რატომ არის ნიჰილიზმი, რატომაა ყველა დავარდნილი ემოციურად? იმიტომ რომ ჩვენ დავინახეთ კატასტროფა, რომელიც ჩვენ თვალწინ ვითარდება, ჩვენ გვითხრეს, რომ ეს შეიძლება ჩვენც შეგვეხოს და გვითხრა ხელისუფლებამ, ჩვენ თქვენ არ დაგიცავთ. უნდა გვესმოდეს რომ მტრის მოპატიჟება, შენი სისუსტის ნიშანია. პუტინს ეუბნებოდნენ, რომ იქ ყვავილებით დახვდებოდნენ, თორემ, აბა, სცოდნოდა, რომ უკრაინაში იქნებოდა დიდი წინააღმდგეობა? სად შეყოფდა ცხვირს, ხომ ვხედავთ ახლა გამოსავალის ძიებები მიდის და ეს ომი პირიქით შემოუბრუნდა? ჩვენ გვჭირდება მოკავშირეები, ამავე დროს გვჭირდება მკაფიო საგარეო პოზიცია.
კომენტარები