პოლიტიკოსი, გიგი უგულავა, “ტვ პირველთან” ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატობაზე საბრისას, ამბობს:
ბიძინა ივანიშვილი შეიძლება ქართული სახელმწიფოს სხეულზე გაჩენილ კიბოს შეადარო, ახლა უკვე შემდეგი ეტაპი იქნება, უარის შემთხვევაში, არამარტო ის, რომ გადაგვაბრალოს ჩვენ, ევროსკეპტიციზმის გაღვივება წავა – ჩვენ კი ვიმსახურებდით… იმას კი არ იტყვიან, რომ მე არ გავაკეთე, რაღაცა დავაკელი, საკუთარი ხალხის უფლებებს ვლახავ, კორუფციას არ ვებრძვი, პარტნიორებს ზურგი ვაქციე, უკრაინას დანა ჩავარტყი ზურგში, სანქციების გვერდის არიდების მაქიცინაციებში ვმონაწილეობ…
ერეკლე მეორეს რომ იფარებენ ახლა უსინდისოდ, ერეკლე მეორე ასეთ ხალხს გვერდზე არ დაიყენებდა კი არა, სიკვდილით დასჯიდა და ქოცური სტანდარტით, დავით აღმაშენებელი ყველაზე ცუდი მეფე იყო ამ ქვეყანაში, ამათი სტანდარტით… ყველაფერზე წამსვლელები არიან…
ახლა შევედით ისეთ კალაპოტში, არჩევანი ისე ვეღარ დარჩება, ეს თამაში აღარ გამოვა – კედელს შევენარცხებით. ქართული ოცნება, რომელიც შვა ბიძინა ივანიშვილმა, ფუძნდება ყველაზე ბნელ, ყველაზე განუვითარებელ ინსტიქტებს, და ამ ინსტიქტებზე დაყრდნობით ცდილობენ ძალაუფლება შეინარჩუნონ და ეს შეიძლება იმის ფასად მოხდეს, რომ შეიძლება რუსეთში აღმოვჩნდეთ.”
კომენტარები