თბილისის საქალაქო სასამართლოში არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობiს, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებაში, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული ძმების, გუგა და დავით კაკულიების, სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
პროკურატურა პატიმრობას ითხოვს.
ბრალდებულების ადვოკატი გიორგი ანთაძე კი ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის ნაწილში ბრალის დამძიმებას გამორიცხავს.
ადვოკატი, კაკულიების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს.
შეგახსენებთ, რომ გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძმებ კაკულიების მიერ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებითაც.
კომენტარები