ძმებ კაკულიებს აღკვეთის ღონისძიების სახით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
დაცვის მხარე, გირაოს შეფარდება ითხოვდა.
შეგახსენებთ, რომ ძმები კაკულიები თბილისში, 30 მაისს დააკავეს. საგამოძიებო უწყება მათ ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებასა და საზღვრის უკანონო კვეთას ედავება.
კომენტარები