ცნობილი ხდება შიდა ქართლში მომხდარი უმძიმესი დანაშაულის ახალი დეტალები.
გამოძიებით ირკვევა, რომ 50 წლამდე ასაკის კაცი 11 წლის ბიჭზე სექსუალურად 1 წლის განმავლობაში ძალადობდა, მოზარდი კი ამ ხნის განმავლობაში დაშინების მსხვერპლი იყო. მოძალადე მას მოკვლით ემუქრებოდა.
მოძალადე მამაკაცი დაკავებულია. მას ბრალდებას ოფიციალურად უახლოეს საათებში წარუდგენენ.
მოზარდს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.
კომენტარები