მიხეილ სააკაშვილთან კლინიკა „ვივამედში“ “ემპათიას” მედიკოსები შევიდნენ. 4 მედიკოსი ახლა პროცედურებს გადის, შემდეგ კი მეხუთე სართულზე ავა, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტია მოთავსებული. ,,ემპათიას” დირექტორის, მარიამ ჯიშკარიანის თქმით, დასკვნის დადება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მდგომარეობა დახვდებათ ადგილზე.
“დღეს დაიწყება ექსპერტიზის ნაწილი, რაც მოიცავს პაციენტის ადგილზე გასინჯვას. ადგილზე გავეცნობით დამატებით დოკუმენტაციას და შემდგომში გადავწყვეტთ რა ფორმატში გაგრძელდება ექსპერტიზა. ”
საექპერტო დასკვნა განიხილავს მკურნალობისა და რეაბილიტაციის ეფექტურობას, რამდენად ეფექტური იყო პენიტენციური სამსახურის მიერ ჩატარებული მკურნალობა და იგი შეიძლება გახდეს საფუძველი, რომ სასამართლოში წარიმართოს პროცესი სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით”. – აცხადებს ემპათიის დირექტორი
შეგახსენებთ, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტისთვის ექსპერტთა ჯგუფის დაშვებაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა 25 მაისს დააკმაყოფილა.
კომენტარები