საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სამინისტროს და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები წალენჯიხის საოკუპაციო გამყოფ ხაზზე მდებარე სოფლებში უფროსკლასელებსა და მათ მშობლებთან შეხვედრას წალენჯიხის ადგილობრივი ხელისუფლების მალულად მართავს, – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია ავრცელებს. იგი ამბობს იმასაც, რომ შეხვედრას ესწრებოდა ყოფილი მერი, ამჟამინდელი მერი, გია ხარჩილავა კი არ იყო მიწვეული. გარდა ამისა, მისივე თქმით, შეხვედრას ესწრებოდნენ, “ქართული ოცნების” წევრები.
შეგახსენებთ იმასაც, რომ წალენჯიხა ერთადერთი რაიონია, სადაც ოპოზიციურმა პარტიამ გაიმარჯვა.
„როგორც განათლების კურატორმა ქუჩაში გავიგე, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა განათლების მინისტრის მოადგილე, აფხაზეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელი… შეხვედრას ლიის საჯარო სკოლაში დავესწარი მაყურებლის რანგში, შესაბამისად, ლანჩზეც ვერ მოვხვდი („ოცნების“ პარტიის ლიდერისაგან განსხვავებით, რომელიც ვერ მივხვდი, რა რანგში ესწრებოდა ამ შეხვედრას), მაგრამ მყარად შემიძლია გითხრათ: ბატონებო, თუ წალენჯიხის მოსახლეობასთან გინდათ შეხვედრა, წლენჯიხის მოსახლეობის მიერ არჩეულ ხელისუფლებას გვერდს ნუ აუვლით იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება ხალხის უმეტესობის არჩეულია. განათლებას პოლიტიკური ნიშა უნდა მოვაშოროთ, – ამას იმიტომ აღვნიშნავ, რომ შეხვედრას ყოფილი მერი ესწრებოდა, ხოლო ამჟამინდელი რატომღაც არ. ჩვენი პოლიტიკაში მოსვლის მთავარი მიზანია მოხდეს განათლების სისტემის სრული დეპოლიტიზება,“ – წერს ბელქანია.
კომენტარები