საქსტატის მონაცემების თანახმად, ქვეყანასში გაიზარდა ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობაც, რომლის მოცულობამ წინა თვესთან შედარებით, 72 მილიონი ლარით მეტი შეადგინა.
ხალხს ბანკის კრედიტების გადახდა სულ უფრო უჭირს. ვადაგადაცილებული სესხების 40% ლარშია გაცემული.ეკონომისტების მტკიცებით, ეროვნული ბანკი და მთავრობა კოორდინირებულად არ მოქმედებენ და არაფერს აკეთებენ, რომ მოსახლეობის მძიმე სოციალური მდგომარეობა შემსუბუქდეს.
ეკონომისტების განცხადებით, ეროვნულმა ბანკმა 10 მლნ დოლარი ამოიღო სავალუტო ბაზრიდან, რამაც გამოიწვია ის, რომ ინფლაციის ნიშნული დარჩა უცვლელი, მაშინ, როდესაც იყო შანსი, ინფლაცია გაცილებით დაბალ ნიშნულზე ყოფილიყო.
კომენტარები