რუსმა ოკუპანტებმა ნიკოლაევს ცეცხლი გაუხსნეს, ინფორმაციას ამაზე, ქალაქის მერი, ალექსანდრე სენკევიჩი ავრცელებს.
“საარტილერიო დაბომბვა. ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის”, – წერს ის. სენკევიჩი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
სამხედროების თქმით, 26 მაისიდან ნიკოლაევზე თავდასხმებს რუსეთის ფედერაციის 291-ე საარტილერიო ბრიგადის დივიზიები ახორციელებენ.
კომენტარები