პროკურატურამ დღეს არასრულწლოვანის გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე დაკავებულ კაცს ბრალდება წარუდგინა.
შემთხვევა შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში მოხდა, შუა ხნის ასაკის კაცი, ადგილობრივების ინფორმაციით, მწყემსი 11 წლის ბიჭის გაუპატიურებას შეეცადა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, არასრულწლოვანი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, მის გაუპატიურებას შეეცადა.
სამართალდამცველებმა, ბრალდებული 31 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა (გაუპატიურების მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ), რაც სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.” აცხადებს პროკურატურა
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადებში მიმართავს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულმა დანაშაული აღიარა.
კომენტარები