დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის სამხედრო ძალებმა სევეროდონეცკის უმეტეს ნაწილზე კონტროლი დაამყარეს, თუმცა ქალაქამდე მისასვლელი მთავარი გზა უკრაინელი ჯარისკაცების კონტროლის ქვეშაა. ანგარიშის მიხედვით, სევეროდონეცკში ოკუპანტებმა დიდი დანაკარგი განიცადეს.
“მდინარე დონეცის გადაკვეთა რუსეთის სამხედრო ძალებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ამ გზით ლუგანსკის ოლქზე კონტროლის დამყარებასა და შემდგომ დონეცკის ოლქში გადასვლას შეძლებენ.
სავარაუდოდ, მდინარის გადასაკვეთად და დონეცკის ოლქში შეტევებისთვის ოკუპანტებს სულ მცირე ხანმოკლე ტაქტიკური პაუზა დასჭირდებათ, რაც უკრაინის ქვედანაყოფებს გადაჯგუფებისა და თავდაცვითი პოზიციების მომზადების საშუალებას მისცემს”. – წერია ანგარიშში.
კომენტარები