ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი:
რუკა იმის შესახებ, თუ რა ტერიტორიების დაბომბვას შეძლებს უკრაინა ამერიკული წარმოების HIMARS MLRS-ისა (ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა) და M30/M31 რაკეტების საშუალებით, რომელიც 70 კმ-ის მანძილზე აღწევს.
ამგვარად, უკრაინელები შეძლებენ რუსების ზურგში ზუსტი დარტყმების განხორციელებას და იქ განლაგებული ცოცხალი ძალის, სამეთაურო პუნქტების, იარაღისა და საწვავის საწყობების, კომუნიკაციებისა და ა.შ. განადგურებას
უკრაინელები ამავე ტექნიკით შეძლებენ კუნძულ ზმეინის დაბომბვასაც, რომელიც ნაპირიდან 50 კმ დაშორებით მდებარეობს.
ამერიკული MLRS-ების მიღების შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვლება ომის მიმდინარეობა უკრაინის სასარგებლოდ.
კომენტარები