თბილისის ვიცე– მერის, ილია ელოშვილის გარდაცვალების მიზეზებზე მისი ოჯახის წევრები და მეგობრები საუბრობენ.
ილია ელოშვილის ბავშვობის მეგობრის, ლაშა ქევანიშვილის ინფორმაციით, იარაღი, რითაც გასროლა მოხდა, ილია ელოშვილს ეკუთვნოდა და მას ლეგალურად ფლობდა.
ოჯახის კიდევ ერთი ახლობლის გიორგი წიკლაურის ინფორმაციით, ილია წინა დღით სამსახურში იმყოფებოდა, არაერთი შეხვედრა გამართა და მომდევნო დღეც სრულად გაწერილი ჰქონდა.
“დილის ხუთ საათამდე მეუღლესთან ერთად ოჯახის მოგზაურობის და დასვენების გეგმას განიხილავდა. იარაღის მოვლა, მისი გაწმენდა ილიას გასართობი საქმიანობა იყო, რაც სავარაუდოდ გახდა კიდეც უბედური შემთხვევის მიზეზი”, – აცხადებს გიორგი წიკლაური.
შეგახსენებთ, ილია ელოშვილი 1 ივნისს, გარდაცვლილი საკუთარ სახლში ნახეს.
გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
კომენტარები