ისანში ავტონაწილების ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ცეცხლი მეორადი ავტონაწილების ნარჩენებს წაეკიდა.
დამწვარია დაახლოებით, 1 500 კვადრატული მეტრის ფართობი. სამაშველოს ცნობით, დაშავებული არავინაა
“ისნის ბაზრობის ტერიტორიაზე გავრცელებული იყო ხანძარი, დაახლოებით 1 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე, მეორად საბურავებზე და მეორად ნაწილებზე”, – თქვა საგანგებო სამსახურის წარმომადგენელმა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. სამაშველო ჯგუფები კერების ჩაქრობას ისევ აგრძელებენ.
კომენტარები