უფლებადამცველი, ინგა ბერიკაშვილი ილია ელოშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:
“მე ზუსტად ვიცი ეს რა აუტანელი ტკივილია, როცა მოულოდნელად კარგავ გამორჩეულ, კეთილსინდისიერ და უსაყვარლეს ადამიანს ოჯახში…
ზუსტად ისე მეტკინა გული როგორც ჩემ ძმაზე, რადგან ასეთი სულისკვეთების ადამიანები იშვიათია ამ გაბოროტებულ სამყაროში…
ყველა სიტყვა უძლურია ამ დროს თქმული, მარტო იმას ვთხოვ უფალს აცხონოს მისი სული და ოჯახს გამძლეობა არ მოუშალოს ამ მძიმე ტვირთის სატარებლად.
სულით-ხორცამდე პატრიოტი, ვაჟკაცი მოხევე დაკარგა საქართველომ რომელსაც წინ ჰქონდა მთელი ცხოვრება…
ძალიან მტკივა….შეუძლებელია ამ ყველაფრის უცრემლოდ გატარება…
მშვიდობით კარგო ადამიანო, უფალმა ჩაგიხუტოს გულში და მჯერა ასეც იქნება…
საზოგადოების იმ ნაწილს კიდე ვინც ამ დროსაც ვერ დუმდებით მარტო ერთს გისურვებთ, როდესმე უფლის სიყვარულმა გაიღვიძოს თქვენში… ბოროტი კომენტარების ავტორები მეცოდებით….”
კომენტარები