პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა “პალიტრასთან” ევროკავშირის კანდიდატის განაცხადზე საუბრისას, მმართველი გუნდიდან ევროპარლამენტართა კრიტიკაზეც გააკეთა კომენტარი და თქვა:
“ყოველთვის შეიძლება უკეთ მომზადება, ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა სხვანაირად, სხვა რიტორიკა შეიძლებოდა, ამაში ვარ დარწმუნებული და ეს გრძელდება ბოლო პერიოდში. გვესმის უფრო სხვათა შორის პარტიის კუთხით უმრავლესობიდან, ისეთი განცხადებები, რომლებიც არ ვიცი, დაუფიქრებელია თუ არასაჭირო იმ მომენტში, როცა ვიცით, რომ ველოდებით გადაწყვეტილებებს[…]
როცა ყველა იმას ელოდება, მომავალ კვირას რა იქნება, პირველი შეფასება კომისიის და შემდგომ ევროპული საბჭოსა და ქვეყნების მეთაურების გადაწყვეტილებები, ამ დროს ჩვენ ვაკეთებთ ისეთ განცხადებებს ხან ევროპარლამენტარებზე, ხან ევროპაზე, რომლებიც ცოტა გაუგებარი არის”
კომენტარები